The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტან კირთაძე

ნესტან კირთაძე
ოფიციალური სახელი:ნესტან ელისაბედ კირთაძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1990 წელს; European Institute of Public Administration EIPA. Maastricht 1996 წელს.
1987-2006 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ასისტენტობიდან პროფესორობამდე; 1992-1995წწ. იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (უპარტიო); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; პარტია მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური მდივანი; საქართველოს სახელმწიფო მეთაურთან ერთად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან სახელმწიფოთა შორის გამართულ  მოლაპარარაკებებში და ოფიციალურ სადილზე ლონდონში Downing Street 10; სახელმწიფო მეთაურთან ერთად განახორციელა პირველი ვიზიტი ბრიუსელში და სხვა; არის საქართველოს კონსტიტუციის (1995) შემუშავებისა და მიღების ერთ-ერთი აქტიური პოლიტოკოსი; ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა არაფორმალური შეიარაღებული ორგანიზაციების განიარაღება და მათი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა; აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს ხშირად იმყოფებოდა სოხუმში, ეხმარებოდა  მშვიდობიან მოსახლეობას სურსათით უზრუნელსაყოფად, სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახორციელებდა უცხოელი ჟურნალისტებისა და დიპლომატების ჩაყვანას აფხაზეთში; მან  სოხუმი, დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა პარლამენტის წევრთან, ზურაბ ჟვანიასთან ერთად; 2004-2011წწ. იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი და მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი პლატფორმის სოციალისტური ინტერნაციონალის მიწვეული წევრი; როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ნესტან კირთაძემ დაიმკვიდრა სამართლიანი და მებრძოლი პოლიტიკოსის სახელი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში; ამ რანგში იგი ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა კიევში, ბრიუსელსა და  აშშ-ი, სადაც შეხვედრები გამართა: სახელმწიფო დეპარტამენტში, NDI, IRI ვაშინგტონის ოფისებში და სხვა ინსტიტუტებში; აგრეთვე, გაეროში, კოლუმბიის უნივერსიტეტში და სხვა; ჯერ კიდევ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი  ნესტან კირთაძე, როგორც აქტივისტი შეუერთდა 1988 წლის ნოემბრიდან დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას და ამავე დროიდან გახდა ცნობილი პუბლიცისტი და პოპულარული ავტორი  საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში; იგი არის ავტორი ათეულობით პუბლიკაციისა და გახმაურებული მონოგრაფიებისა რომელთა შორისაა: "საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპა", "1924 წლის აჯანყება საქართველოში", "კაენ, სად არის ძმა შენი" და სხვა; თანაავტორი წიგნისა - "საქართველოს ეროვნული იდოლოგიის ორიენტირები" პოფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად; თანაავტორი სახელმძღვანელო წიგნისა "საქართველოს ისტორია" ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მეცნიერებთან ერთად; ნესტან კირთაძემ შემოქმედებით ჯგუფთან და მწერალ როსტომ ჩხეიძესთან ერთად გამოსცა ამერიკელი ქართველი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის კომისიის წევრი გივი გაბლიანის ხელნაწერები ორ ტომად და ამ ფორმით საქართველოში დააბრუნა საბჭოთა რეჟიმის მიერ აკრძალული გივი გაბლიანი, ხოლო ორტომეულმა დიდი როლი შეასრულა  მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ხელახლა გააზრებასა და კვლევაში; საერთაშორისო აღიარება მოუტანა აკადემიურმა გამოცემამ, ქართველთა საუკუნის ტრილოგიამ - "ნათელი ქრისტესი. საქართველო" (The Georgian trilogy of the century – The Light of Christ. Georgia), რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე კულტურის მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში: პარიზში, მოსკოვში, ნიუ იორკში, ტოკიოში, იერუსალიმში, ფრანკფურტში, სახელმწიფოთა მეთაურების, პოლიტიკური ლიდერების, დიპლომატების, ისტორიკოსების, ფილოლოგების, ენათმეცნიერების, კულტუროლოგების, კალიგრაფისტების, თეოლოგების, ქართველოლოგების, ექსპერტების, საქმიანი წრეების, მედიის, აკადემიური და ფართო სპექტრის საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარადგენს ქრისტიანული ცივილიზაციის უძველეს ქვეყანას - საქართველოს და ყველგან გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს; ქართულ აკადემიურ გამოცემას საგანგებო წერილით გამოეხმაურა UNESCO–ს გენერალური დირექტორი და ქართველთა საუკუნის წიგნს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველთა საუკუნის წიგნი თავად ააბრძანა ათონის წმინდა მთაზე, წარგზავნა სინაზე, გადასცა მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს და ქართველთა ტრილოგია ამჟამად გამორჩეულ ადგილს იაკვებს კოლუმბიის, სორბონას, ლუვენის, ფრანკფურტის, მოსკოვის, ოდესის, ათენის და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების რარიტეტულ გამოცემებს შორის; ქართველთა საუკუნის ტრილოგია "ნათელი ქრისტესი საქართველო"-ს იდეის ავტორია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II; ეს ბეჭდური ძეგლი-მატიანე კი საერთაშორისო საზოგადოებისათვის გახდა ერთგვარი მანიფისტი იმისა, თუ რა უნიკალური წვლილი შეიტანა საქართველომ საკაცობრიო კულტურის, სულიერებისა და ევროპული ჰუმანიზმის საგანძურში; საქართველოში პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ ნესტან კირთაძემ საქმიანობა გააგრძელა ბრიუსელში; განავითარა საერთაშორისო ქსელური კავშირები და განახორციელა სხვადსხვა მიმართულების საერთაშორისო პროექტები და პრეზენტაციები, მათ შორის შექმნა ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა და პროექტი "მუდმივი მშვიდობისათვის" და გააცნო იგი მსოფლიოს პოლიტიკურ, დემოკრატიულ, დიპლომატიურ და სამშვიდობო ინსტიტუტებს ბრიუსელში, პარიზში, სტრასბურგში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში, მოსკოვში, კიევში, ერევანში და სხვა; ის სვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ისტორიის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტბზე პროფესორის პოზიციაზე; მიღებული აქვს პრესტიჟული მედიაჯილდო "ოქროს პერგამენტი" - Gold Parchment. ჯილდო მიენიჭა ქართველთა საუკუნის წიგნისათვის "ნათელი ქრისტესი. საქართველო"; მიღებული აქვს  საერთაშორისო ჯილდო - World Woman, საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა სამშვიდობო, სამეცნიერო, პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწეობისათვის. ჯილდო მიანიჭა და საპატიო დიპლომი გადასცა EuroWoman Global Business Forum 2014; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "დამოუკიდებელი საქართველო და ევროდასავლური ურთიერთობები", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორია XIX-XXსს.", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლეიბორისტული პარტია, წევრი (2003-2011)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ურთიერთობების საპარლამენტო ჯგუფი, ხელმღვანელი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • სახალხო–დემოკრატიული კავშირი, დამფუძნებელი (1997-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: