შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა კლდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1979 წლიდან არის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1979–1987წწ. იყო თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი; 1995–1999წწ. სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი; 2000-2004წწ. თბილისის დასავლეთ ევროპის ენებისა და კულტურათა უნივერსიტეტის ლექტორი; 2000-2006წწ. სამეცნიერო ჟურნალის "ACADEMIA"–ს მთავარი რედაქტორი; 2001-2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ლექტორი; 2006 არის ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. არის ავტორი 40–მდე სამეცნიერო ნაშრომის, წიგნების სერიიდან "ხელოვნების ისტორია" – "ძველი ეგვიპტე"(თბილისი, 2000); "საქართველო უძველესი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანამდე"(2001); ასევე სახელმძღვანელოსი "ხელოვნება" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ათივე კლასისათვის. წყარო:1tv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |