შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედორე უთურგაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ქვემო ალვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. 1953–1961წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1961 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორი. მათ შორის: "ქართული ენის ფონემატიკური სტრუქტურა"(1976), "ქართული ენის შესწავლის ისტორია"(1999), "გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში"(2002), "ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლებისა და მათი ურთიერთზემოქმედების შედეგთათვის გლობალურ სისტემაში"(2009). არის 15 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; 4 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი; 10 საკანდიდატო და 16 სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი; 4 მონოგრაფიის რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თუშური კილო", დაიცვა 1954 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ენის მთის დიალექტების ფონემატური სტრუქტურა სალიტერატურო ენასთან მიმართებით", დაიცვა 1969 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |