Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ კორახაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 1973 წელს. 1973–1976წწ. იყო მცხეთის საბაზისო სანერგის უბნის უფროსი; 1976–1979წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1989–2007წწ. აგრაგული უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2001–2006წწ. უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში. 2002-2005წწ. კომპანია BP–ს ექსპერტი; 2005-2006წწ. საქართველოს ს/კ დაწესებულებების საატესტაციო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის კონსულტანტი; 1990-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის აშშ–საქართველოს ინსტიტუტის პროფესორი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მეთოდური მითითების, 9 ახალი მცენარის ჯიშის, 2 პატენტის, 2 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, საქართველოს 4 ადაპტირებული კანონისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგიის ავტორი და თანაავტორი; საკვებწარმოების ინგლისურ ინგლისურ–რუსულ–ქართული გლოსარიუმის, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონის, კომპიუტერული პროგრამისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მიღებული აქვს კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის მედალი (1979), UNESCO-ს კონფუცის ოქროს მედალი (1995), მალაიზიის HACCP–ის ოქროს მედალი (2005). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 171-172 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |