The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ურუშაძე

თენგიზ ურუშაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1940  (81 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1963 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს.

1967–1969წწ. იყო სატყეო ინსტიტუტის უმცროსი და 1969–1973წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1973–1982წწ. ლაბორატორიის გამგე; 1982–2000წწ. საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, 1995–2005წწ. პრორექტორი,  2005–2006წწ. რექტორი; 1991–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2004–2006წწ. ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2006–2007წწ. კონტრაქტორი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან არის პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში; არის 300–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 30–ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს რ. ვილიამსის სახელობის პრემია (1991, მოსკოვი).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება", დაიცვა 1967 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა -  "საქართველოს მთა–ტყის ნიადაგები", დაიცვა 1980 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.141

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემია , საპატიო დოქტორი
  • ესპანეთის (ბარსელონა) მეცნიერებისა და ხელოვნების ეროვნული (სამეფო) აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2005-)
  • ესპანეთის (კატალონიის) ვეტერინალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2007-)
  • იუნესკოს პროგრამა – "ადამიანი და ბიოსფერო", ვიცე–პრეზიდენტი
  • საერთაშორისო ეკოლოგიური აკადემია, წევრი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება, პრეზიდენტი
  • სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, საპატიო პროფესორი და საპატიო დოქტორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: