Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1963 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს. 1967–1969წწ. იყო სატყეო ინსტიტუტის უმცროსი და 1969–1973წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1973–1982წწ. ლაბორატორიის გამგე; 1982–2000წწ. საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, 1995–2005წწ. პრორექტორი, 2005–2006წწ. რექტორი; 1991–2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2004–2006წწ. ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2006–2007წწ. კონტრაქტორი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში; 300–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 30–ზე მეტი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს რ. ვილიამსის სახელობის პრემია (1991, მოსკოვი). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთა - ტყის ნიადაგები", დაიცვა 1980 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.141; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |