The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხუბუა

გიორგი ხუბუა
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1964  (54 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი, სოფ. უშაფათი.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999–1998წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის  ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1998-1999წწ.  დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1998 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის დოცენტი. 2005–დან პროფესორი. 2006-2010წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არის 40–ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 7 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის "კონსტიტუციური მართლმსაჯულება"(1999,  "სამართლის თეორია"(2004). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კანონის კონცეფცია სამართლებრივ სახელმწიფოში", დაიცვა 1991

წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფეოდალიზმი, როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი", დაიცვა 2001 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კანონმდებლობის ხელშწმწყობი ევროპული საზოგადოების სამართლის ფილოსოფიის, თეორიისა და სამართლის სოციოლოგიის საერთაშორისო გაერთიანება, წევრი
  • პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: