The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ ხუროძე

რამაზ ხუროძე
Date of birth:9 November, 1944  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურო ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და აკადემიის პრეზიდიუმის  გამოთვლითი ტექნიკის  კომიისის სწავლული მდივანი. საქართველოს რესპუბლიკისა და თბილისის მეცნიერებათა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელი ორგანოების თანამშრომელი, 1982-1989 წლებში - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1986-1987 წლებში - საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1987-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ, 1988-1991 წლებში - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, 1991–1993 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს არჩეულ იქნა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993-2006 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. სტუ–ს სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი - "საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს" (2000); იგი კანონიერად ითვლება საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ამ კუთხით მას გამოქვეყნებული აქვს 88-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 15 მონოგრაფია, 13 სახელმღვანელო და 3 გამოგონება; მისი შრომები გამოქვეყნებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ – რუსეთში, უკრაინაში, აშშ, გერმანიაში, ჰოლადიაში, ბელგიასა და სხვა; იგი უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრია. 2003 წელს პროფესორი რ. ხუროძე Sigma Xi, the scientific Research Society-ის წევრად აირჩიეს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გარდაქმნის მოწყობილობათა საიმედოობის კომპლექსური შეფასება და მისი ამაღლების მეთოდები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.112; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

Member of Organizations

  • გაეროს ინფორმატიზაციის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ევროპის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრი
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საერთაშორისო საინჟირნო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (2019-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვლი წევრი

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი - "საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს".
    ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1992-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსათვის - ''ეფექტიანი ავტოგაზგასამართი საკომპრესორო სადგური ახალი თაობის კომპრესორებით''.
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: