| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ხუროძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურო ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი ტექნიკის კომიისის სწავლული მდივანი. საქართველოს რესპუბლიკისა და თბილისის მეცნიერებათა და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელი ორგანოების თანამშრომელი, 1982-1989 წლებში - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1986-1987წწ. საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1987-1988წწ. მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ, 1988-1991წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე, 1991–1993წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს არჩეულ იქნა ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. სტუ–ს სრული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სასწავლო სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი - "საქართველოს წარჩინებულ მოღვაწეს" (2000); იგი კანონიერად ითვლება საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ამ კუთხით მას გამოქვეყნებული აქვს 88-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 15 მონოგრაფია, 13 სახელმღვანელო და 3 გამოგონება; მისი შრომები გამოქვეყნებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ – რუსეთში, უკრაინაში, აშშ, გერმანიაში, ჰოლადიაში, ბელგიასა და სხვა; იგი უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრია. 2003 წელს პროფესორი რ. ხუროძე Sigma Xi, the scientific Research Society-ის წევრად აირჩიეს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა -"ანალოგიური ინფორმაციის შეგროვებისა და გარდაქმნის მოწყობილობათა საიმედოობის კომპლექსური შეფასება და მისი ამაღლების მეთოდები", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.112; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

