შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს; ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი - "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები" (1995 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე). 1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად; 1996-1997წწ. იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-1998წწ. ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ; 1998-2000წწ. იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად; 2000-2002წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი; 2002-2004წწ. იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტი; 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორი; 2005-2015წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს კონსტიტუციური გადასინჯვის მექანიზმი" (1992), "საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია და ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა" (1995), "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები" (1996), "მოსაზრებები საქართველოს მომავალი ტერიტორიულ–სახელმწიფოებრივი მოწყობის თაობაზე" (1999), "რელიგიის თავისუფლება" (2003). სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტერიტორიული დანაწილება და ეროვნული ინტეგრაცია. ესპანეთის, გერმანიის და საქართველოს კონსტიტუციურ–სამართლებრივი განვითარების შედარება". წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.219 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |