The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუბა კუდავა

ბუბა კუდავა
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს.

1993 წლიდან არის ჟურნალ "არტანუჯის" დამფუძვნებელი და რედაქტორ–გამომცემელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, მეცნიერ თანამშრომელი; 2000-2006წწ. გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორი; 2000-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი; 2005 წელს ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006 წელს იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2006 წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი; 2003-2005წწ. კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. არის თანაავტორი სასკოლო სახელმძღვანელოსი "ჩვენი სამშობლოს მატიანე" (2003-2008).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XIსს.)", დაიცვა 2003 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომცემლობა "არტანუჯი", დამფუძნებელი (2000-)
  • სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი, დამფუძნებელი, წევრი (2003-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: