The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა კუჭუხიძე

ირინა კუჭუხიძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის  ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი 1975 წელს.

1976-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი სექტორის უმცროსი მეცნიერ, 1982-1990წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1990-1995წწ. სექტორის ხელმძღვანელი. 1978 წლიდან გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალებში: "საბჭოთა ხელოვნება", "კინო", "ლიტერატურული საქართველო", "კინოხელოვნება". არის ავტორი წიგნისა: "ეკრანი და დრო"(2009).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თანამედროვე ქართული კინოს მხატვრულ–სტილური მრავალსახეობა", დაიცვა 1982 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1979-)
  • ტელეფილმების სტუდიის კოლეგია, წევრი (1976-2003)

ბიბლიოგრაფია

  • ეკრანი და დრო : სტატიების კრებული (ავტორი). - თბილისი, კენტავრი (შპს "მწიგნობარის" სტ.), 2009. - 155გვ.. - ISBN: 978-9941-9059-3-3

გააზიარე: