შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ფრანგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1983 წელს. 1987–1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1988–1990წწ. სექტორის და ლაბორატორიის გამგე; 1990–2001წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1993 წლიდან კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი; 1992-2005წწ. კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2005–2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2002–2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში. 2009-2019წწ. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. არის 120 სამეცნიერო ნაშრომის, 9 მონოგრაფიისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორი; მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისთვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის წოდება (2000), მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედალი, მეცნიერებაში მიღწეული წარმატების თვის (2005). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "უჯრედოვან ავტომატებზე ინფორმაციის წარმოდგენის და პარალელური დამუშავების პრინციპების შემუშავება" დაიცვა, 1992 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.392 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |