შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის მიხელ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1979-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1985-2006წწ. კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი. 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა 13 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 4 ბროშურა. დაჯილდოებულია მიხეილ ლერმონტოვის სახელობის მედლით (2007), ილია მეორეს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარიქის პატივდების სიგელით (2015), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მედლით (2018), ისრაელის საელჩოს საპატიო სიგელით (2018). სადოქტორო დისერტაციის თემა – "ძველი კოლხეთი VI-VII სს", დაიცვა 1974 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.427-428 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |