The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლორთქიფანიძე

გურამ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 2019  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის მიხელ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1979-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1985-2006წწ. კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი. 250 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა 13 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 4 ბროშურა.  დაჯილდოებულია მიხეილ ლერმონტოვის სახელობის მედლით (2007), ილია მეორეს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარიქის პატივდების სიგელით (2015), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მედლით (2018), ისრაელის საელჩოს საპატიო სიგელით (2018).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ძველი კოლხეთი VI-VII სს", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აკადემიის მ. ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდიუმი, წევრი (2005-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-2019)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2003 - ექვთიმე თაიყაიშვილის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: