The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კაჭარავა

ივანე კაჭარავა
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:4 მაისი, 1977  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პალეონთოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჭილაო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს.

1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი  შრომები ძირითადად შეეხება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.5. - თბ., 1980. – გვ. 445

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1933-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1964 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 - ლენინის ორდენი
  • 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: