The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ქემერტელიძე

ეთერ ქემერტელიძე
Date of birth:23 March, 1926  (98 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1946 წელს.

1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტის წამლის ფორმათა და გალენური პრეპარატების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1948-1953 წლებში - თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1951-1953 წლებში - ამავე ინსტიტუტის ფარმაქიმიკოსი, 1953–1960 წლებში იყო საქართველოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი,  1958-1961 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  1961 წლიდან - ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების გამგე, 1958–1963წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1964–1972 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში,1972–2006 წლებში კი - დირექტორი. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2009  წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია. 1997 წელს დაჯილდოვდა ამერიკისა ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის "ოქროს ფირფიტით" და აღიარებული იქნა წლის გამორჩეულ პიროვნებად მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში; "საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი"-ს საპატიო ნიშნის მედლით; კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით - XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის "საუკეთესო პიროვნება" (2000). ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები", დაიცვა 1973 წელს.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-, გვ.499; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: new.tsmu.eduსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.320

Member of Organizations

  • 4 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • რუსეთის ფედერაციის მედიკო–ტექნიკური აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისია, წევრი (1992-2006)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო–საპრობლემო საბჭო, წევრი
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1984-1989)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე
  • სსრკ ფარმაცევტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • სსრკ–საფრანგეთის საპარლამენტო კომისია, წევრი

Awards and Honors

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2010 - იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1960-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა და ახალი სამკურნალო პრეპარატები"
  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარებასა და დარგის სამეცნიერო კადრების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1989 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
    საქართველოში მედიცინის განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის
  • 1983 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1975 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)

Bibliography


Share: