Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ ქემერტელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1946 წელს. 1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტის წამლის ფორმათა და გალენური პრეპარატების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1948-1953 წლებში - თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1951-1953 წლებში - ამავე ინსტიტუტის ფარმაქიმიკოსი, 1953–1960 წლებში იყო საქართველოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1958-1961 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1961 წლიდან - ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების გამგე, 1958–1963წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1964–1972 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში,1972–2006 წლებში კი - დირექტორი. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2009 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია. 1997 წელს დაჯილდოვდა ამერიკისა ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის "ოქროს ფირფიტით" და აღიარებული იქნა წლის გამორჩეულ პიროვნებად მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში; "საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი"-ს საპატიო ნიშნის მედლით; კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით - XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის "საუკეთესო პიროვნება" (2000). ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-, გვ.499; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: new.tsmu.edu; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.320 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |