შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ქომეთიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1959წწ. იყო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1963-1067წწ. მეცნიერ მუშაკი; 1967–1973წწ. უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1973–1976წწ. ჯგუფის ხელმძღვანელი. 1958 წლიდან არის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1975 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პროფესორი; მემბრანოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. არის ავტორი ნაშრომებისა: "kinetic analysis of the multisiter enzyme systems"(2007), "მემბრანოლოგია"(2008). სადოქტორო დისერტაციის თემა - "Nak-ATP აზური სისტემის რეგულატორული მექანიზმები", დაიცვა კიევის ბიოქიმიის ინსტიტუტში 1979 წელს. წყარო: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: lifescience.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |