შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამილა ღვინიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი; სწავლობდა სულხან-საბას უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1975 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 1988–2005წწ. იყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორი. 2002 წლიდან არის ტელე–რადიო კომპანია "რიონის" მფლობელი და გენერალური დირექტორი. იყო ავტორი გადაცემებისა: "ავტოგრაფი"(2002–2006), "საუბრები ლიტერატურაზე"(2007–2009), "ავაღორძინოთ ქართული სულიერება"(2009-2011). უძღვება საზოგადოებრივ პროგრამას "საუბრები მამაპაპურ ბუხართან"; 2010-2011წწ. თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე შექმნა ათი დოკუმენტური ფილმი; არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების: "მეტყველების კულტურა"(1999), "დაწყებით სკოლაში ქართული ლიტერატურის სწავლების თეორიული კურსის" (2018) ავტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმისა სვანეთზე "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ." აკადემიური დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დავით კლდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება სკოლაში", დაიცვა 1981 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |