შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მაკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს; ასპირანტურა (1989). 1980-1981წწ. კ. მარქსის სახელობის ოლადაურის კოლმეურნეობის წევრი; 1986-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილება, ასპირანტი; საქართველოს ზოოვეტინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის და ენების კათედრა, ასისტენტი (1991); 1991-1996წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის კათედრა, დოცენტი; 1996-2000წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა, დოცენტი; 2000-2005წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა, კათედრის გამგე; 2005-2008წწ. საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან. ფილოლოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნოვერსიტეტის სრული პროფესორი (2005). .საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ხალხური საგმირო პოეზიის მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხები", დაიცვა 1991 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |