The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მაჭავარიანი

ნათელა მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს.

1974-1979 წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, 1974-2009წწ. თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე სიგელი და პრემია სპექტაკლში "სადა ხარ სოფიკო" - სოფიკოს როლის შესრულებისათვის. ნათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან სალომე ზურაბიშვილის  პარტია "საქართველოს გზის" პოლიტ-საბჭოს წევრი იყო. 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის "ალიანსი საქართველოსთვის" საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2010 წლის მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. მსახიობ გეგა კობახიძის დედა. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულო , წევრი (საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი) (2010-2014)

გააზიარე: