Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ღუდუშაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1950 წელს; ასპირანტურა 1953 წელს (მოსკოვი). 1950 წლიდან მუშაობდა კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1954 წლიდან საქართველოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1957–2006წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ენერგეტიკულ ნაგებობათა თეორიული კვლევების განყოფილების გამგე; 1957–2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 4 მონოგრაფიის, 7 გამოგონებისა და 200 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; იყო საინჟინრო და მრავალი სხვა აკადემიის აკადემიკოსი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თაღოვანი და გუმბათობანი კაშხლების დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევისთვის ფიქტიურ ორთოტროპიულ სისტემათა შერწყმის მეთოდი", დაიცვა 1967 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 346 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |