შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მამრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1975 წელს იყო საქსახლწყალ–პროექტის პროგრამისტი; 1975-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1992 წელს ვიცე–პრემიერის თანაშემწე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი; 1995-2003წწ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; 2003-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის მრავალი პუბლიკაციური წერილის ავტორი და 14 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ანიჰილაციის ფუნდამენტური პროცესები ზეძლიერ მაგნიტურ ველებში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.233 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |