The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე მამრაძე

პეტრე მამრაძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1975 წელს იყო საქსახლწყალ–პროექტის პროგრამისტი; 1975-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  თბილისის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1992 წელს ვიცე–პრემიერის თანაშემწე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი; 1995-2003წწ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; 2003-2008წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის მრავალი პუბლიკაციური წერილის ავტორი და 14 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ანიჰილაციის ფუნდამენტური პროცესები ზეძლიერ მაგნიტურ ველებში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საქართველოს პედაგოგთა კავშირი, თავმჯდომარე (2007-)
  • მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის", წევრი (2008-)
  • საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია, თავმჯდომარე (2008-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მწვანეები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წეცრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2009)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" (2011-2012)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2009)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ავანტიურა 08.08.08 : რუსეთ-საქართველოს ომი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2012. - 284 გვ. . - ISBN: 978-9941-19-834-2

გააზიარე: