The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს; მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ასპირანტურა 1982 წელს.

1978 წლიდან ეწეოდა სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობას: 1978–1982წწ. მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1992წწ. მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის ინვაზიური კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი, კლინიკური მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1995წწ. კარდიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორი, მილუოკო, აშშ; 1995-1999წწ. მედიცინისა და ქირურგიის ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯი, მილუოკი, აშშ, მიწვეული პროფესორი, ფროიდტერტის მემორიალური ლუთერანული ჰოსპიტალი, მილუოკი, აშშ, ასოცირებული მკურნალი ექიმი; 1997-1999წწ. ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯი, კარდიოლოგიის სამედიცინო დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 1999-2004წწ. ენდოლუმინარული მოლეკულური და კათეტერული ინტერვენციის დირექტორი კარდიოვასკულარული კვლევების ფონდში, ნიუ-იორკი, აშშ; 1999-2004წწ. ექსპერიმენტული ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ხელმძღვანელი ლენოქს ჰილის გულისა და სისხლძარღვთა ინსტიტუტში და კარდიოვასკულარული კვლევების ფონდში, ნიუ-იორკი, აშშ; 2004 წლიდან ასოცირებული დირექტორი, კლინიკური კვლევები ლენოქს ჰილის ჰოსპიტალი, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი, აშშ; 2004 წლიდან დირექტორი, პრეკლინიკური გამოკვლევები, ლენოქს ჰილის ჰოსპიტალი, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი, აშშ; 2005 წლიდან ასოცირებული მკურნალი საპატიო ექიმი ლენოქს ჰილის ჰოსპიტალში; 2006 წლიდან გენერალური დირექტორი შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, საქართველო; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სამკურნალო დარგში; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამნტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1982 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 1989 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: გულსისხლძარღვთა სისტემის კვლევის, ინტერვენციული მედიცინისა და პაციენტის მოვლის ძირითადი მიმართულებები; ბიოსამედიცინო კვლევების თითქმის ყველა ასპექტი. 246 ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი და თანავტორი; 18 თავი წიგნებში; 4 წიგნის რედაქტორი, მათ შორის 2 სახელმძღვანელო; 24 საერთაშორისო პატენტი და აპლიკაცია. განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის 2008 წელს დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკული სამედიცინო ჟურნალების რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის", წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2008 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: