The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაურ მანაგაძე

ლაურ მანაგაძე
ოფიციალური სახელი:ლავრენტი მანაგაძე
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1944
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 2019  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1970-1972წწ. მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1972-1974წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1984წწ. ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1984-1985წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1985-2000წწ. ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორად; 1991-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1998 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2019წწ. საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. არის ერთი სახელმძღვანელოსა და 300–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმლის კონსერვაცია ჰიპოთერმიისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდების გამოყენებით", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბავშვთა თირკმლების გადანერგვა ზრდასრულ რეციპიენტებში", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 235; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.179; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ცენტრი: urologycenter.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.235; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, თავმჯდომარე (2008-)
  • ამერიკის უროლოგთა ასოციაცია, წევრი (2003-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • სადისერტაციო საბჭო "უროლოგია", თავმჯდომარე (1993-)
  • საქართველოს ბავშვთა უროლოგთა ასოციაცია, საპატიო წევრი (2004-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს სახელმწიფო ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2004-2007)
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
  • სომხეთის ქირურგიულ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • უროლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1997-)
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1998-2000 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდისბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: