The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ ყურაშვილი

რამაზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1977წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიისა და განყოფილების გამგე; 1977–1987წწ. კარდეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1987 წლიდან არის რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი. კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში "აიეტი" და "თბილისი". ექიმი-ენდოკრინოლოგი, პროფესორი. არის 300 სამეცნიერო ნაშრომის, წიგნებისა და საგანმანათლებლო ალბომების ავტორი, მათ შორის: "ჩემი წიგნის დიაბეტზე"(1996), "როგორ ვმკურნალობ ჩემს დიაბეტს" (1997), "დიაბეტური ნეიროპათია" (2001), "12 კონსესუსი – ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის და მათი გართულებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა და განათლება" (2000–2003), "ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდებისათვის" (1998–2009). ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორი.

წყარო: სამედიცინო ვებგვერდი: "მკურნალი.გე": mkurnali.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის დიაბეტის ასოციაციის პროფესიონალური სექცია, წევრი (1997-)
  • ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, წევრი (2004-)
  • დიაბეტის ჟურნალების საერთაშორისო კომიტეტი, წევრი (1997-)
  • დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1993-)
  • ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოება, წევრი (2004-)
  • ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაცია, წევრი (1996-)
  • ევროპის ნეირო–დიაბის სამუშაო ჯგუფი, წევრი (1993-)
  • თიროიდული ფუნქციების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი (2000-)
  • შავი ზღვის ქვეყნების დიაბეტის საბჭო, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: