The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



პაატა შავაძე

პაატა შავაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1971  (46 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1994 წელს; თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს.

1988–1989წწ. იყო ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მე–2 თერაპიული განყოფილების სანიტარი; 1991–1992წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული საწარმოო გაერთიანება "ჯორჯიას" გენერალური დირექტორი; 1992–1994წწ. ბათუმის ბაგრატ კურაპალატის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის პრორექტორი; 1995–2003წწ. რექტორი, ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგე, კონსტიტუციის სამართლისა და სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და ისტორიის კათედრის გამგე და დოცენტი; 1996–1998წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი; 1996 წელს საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი და სამართლებრივი კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი; 2002–2004წწ. შპს "აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის იურიდიული აკადემიის" ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის გამგე და დოცენტი; 2003–2005წწ. რექტორი; 2005 წლიდან არის გენერალური დირექტორი; 2005–2006წწ. ამავე აკადემიის იურიდიული მომსახურების ცენტრის – "იურვერსის" სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი და ადვოკატი; 2005–2006წწ. შპს "იუპიტერისა" და შპს "ევრომშენის" იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან არის იურიდიული კომპანიის შპს "პაატა შავაძე და პარტნიორები"–ს დამფუძნებელი ადვოკატი და დირექტორი; 2006–2008წწ. იყო დამოუკიდებელი გაზეთის "აჭარა PS"- იურიდიული სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი ანტიკორუფციონერი; 2008 წლიდან შპს "ბათფარმას" გენერალური დირექტორის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის კოდიფიკაციის პრობლემები", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ანტიკორუფციული პალატის გამგეობა, წევრი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ბათუმის სამართლის ინსტიტუტის დამსახურებული მუშაკი
  • 1997 - ბათუმის სამართლის ინსტიტუტის საპატიო სიგელი
  • 1997 - ბათუმის სამართლის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო, სამართლის ქალღმერთის "თემიდას" მედლით
  • 1996 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განათლების აღორძინების ფონდის საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: