The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ მარგველაშვილი

პარმენ მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

1971-1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1993-2005წწ. 55–ე საჯარო სკოლის დირექტორი; 1997-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1991-2007წწ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორი; 2007 წლიდან უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია, მათ შორის: "დავით კაკაბაძის არქივიდან"(1988, 2001, 2009); "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია"(1992); "ტაძარი, The Templ"(2000); "Shotha Rustaveli, მ. უორდროპის თარგმანის გამოცემა XVII ს. უცნობი მინიატურებით"(2005); "შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი"(2005); "რუსთაველის მსოფლმხედველობა"(2008); მის მიერ არის გამოცემული (მისივე წინასიტყვაობით) დავით კაკაბაძის ნაშრომი "ქართული ჩუქურთმის გენეზისი".

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნეიტრალურ" – მეზონთა ფენომენოლოგიის ზოგიერთი პრობლემა", დაიცვა 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდა მეცნიერული საბჭო, თავმჯდომარე (1975-1982)
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, დეპუტატი (1989-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: