Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან შალიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კოკანდი, უზბეკეთი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით 1964 წელს. 1967 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი; 1965–1969წწ. იყო მუსკომედიისა და 1969–1973წწ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრების მსახიობი; 1973–1975წწ. ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი; 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978); 1999 წლიდან ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. პროფესორი. არის ავტორი წიგნებისა: "პანტომიმა დუმილის პოეზიაა" (1999), "დუმილის შემდეგ" (2004), "ხილვები ფიროსმანზე"(2004), "ცრემლიანი შემოდგომა" (I, 2005; II, 2006). მიღებული აქვს პრემია "საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში" (1990), პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.494; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |