შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს. 1964-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლი; 1964-1969წწ. დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიანტი; 1978-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1998წწ. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი; 1994-1997წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე; 1995-1998წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორი; 1981-2001წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2000-2001წწ. აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამრნტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 2 მონოგრაფიის – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა" (1980); "სოციალური გავლენების ფსიქოლოგია" (2007) და სახელმძღვანელოს – "კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა"(2005) ავტორი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის პრემია - "წლის საუკეთესო თანამშრომელი" (1978). ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისეტაციის თემა – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა", დაიცვა 1976 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 239; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.590-591 09/2006 - დღემდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი, სოციალური პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf
09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf

09/1981 - 06/2002 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი; პროფესორი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=207:maghradze-guguli&lang=ge#sthash.s5n3P14R.dpuf ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |