The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ შამილაძე

ვახტანგ შამილაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 2010  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ბათუმი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს.

1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1961-1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1966წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1976წწ. ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1976-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1977-1979წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1979-1980წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1979-1980წწ. სწავლული მდივანი; 1980-1983წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1984-2006წწ. თბილისის სახელმწირო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე; 1994-1997წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (შეთავსებით); 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი; 1984-2006წწ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2007წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მეცნიერული ინტერესების სფერო: ზოგადი და საქართველოს ეთნოლოგია, რეგიონალური ეთნოლოგია, ეთნოლოგიის წყაროთმცოდნეობა, მეთოდოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ეთნოსის თეორიული საფუძვლები, ეთნოსი და ეთნიკურობა, ზოგადი და საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია, ახალი და უახლესი მიმდინარეობები ეთნოლოგიაში. გამოქვეყნებულია აქვს 160 სამეცნიერო შრომა. 1965 ისტორიის მეცნიერაბათა კანდიდატი (1965), ისტორიის მეცნიერაბათა დოქტორი (1980), პროფესორი (1986). მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი (1978).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.918; ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი: bsu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.354; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობათა საბჭო, სპიკერი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული" , თავმჯდომარე (1997-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა" , წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (2003-2004)
  • საქართველოს მე-5 პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისია, თავმჯდომარე
  • სკკპ , წევრი (1963-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1978 - შრომის წითელი დროშის მედალი
  • 1976 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: