The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მახარაძე

მიხეილ მახარაძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1946
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 2023  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფაჩხა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს.

 1970-2011წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მევნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1994 წლიდან); 2004 წლის თებერვალი-აპრილი საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2013 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი. მუშაობს შუა საუკუნეების ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის, კულტურის ფილოსოფიისა და რენესანსის პრობლემებზე. მის ნაშრომებში გამოკვლეულია არეოპაგიტიკის ფილოსოფიური წყაროები და ძირითადი პრობლემები, არეოპაგიტიკის გავლენები და არეოპაგიტული მისტიციზმის ფილოსოფიური ხასიათი. მისი აზრით, მისტიციზმის საფუძველი არ არის პირველმიზეზის (ღმერთის) ის უარყოფითი დახასიათება, რომელიც უპირისპირდება დადებითს. კატაფატიკა და აპოფატიკა პირველ რიგში ცოდნის მეთოდებია. მისტიციზმზე გადასვლა იწყება მას შემდეგ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ცოდნის მეთოდები უძლურია პირველსაწყისის წვდომისათვის. არეოპაგიტიკაში მისტიციზმის საფუძველია აბსოლუტური ნეგაცია. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნეოპლატონიზმის მნიშვნელობას შუა საუკუნეების აზროვნებისა ზოგადად და, კერძოდ, ქართულ სააზროვნო ვითარებისათვის, რაც დასტურდება ბერძნული წყაროებით, კოლხეთის რიტორიკული სკოლითა და ამ პერიოდის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის - ბაკურის ფილოსოფიური შეხედულებებით. ნეოპლატონიზმის გავლენა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე ქართული ნეოპლატონიზმის ჩამოყალიბებით დასრულდა. ნაყოფიერად მუშაობს პუბლიცისტიკაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (2002).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.122-123; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 244;  საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.59

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - See more at: http://www.parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=209:makharadze-mikeil&lang=ge#sthash.gf0yHUIn.dpuf

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2008-2012)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2004-2008)
  • ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2007-2011)
  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე–8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2011 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2007 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 2005 - შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია
  • 2004 - ღირსების ორდენი
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: