The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ შატბერაშვილი

იოსებ შატბერაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის მექანიზაცია 1978 წელს.

1969-1972წწ. თბილისის 45-ე აფთიაქი, სანიტარი; 1972-1973წწ. დიღმის მექანიკური ქარხანა, მუშა; 1973-1978წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სტუდენტი; 1978–1988წწ. მცენარეთა დაცვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1988–1994წწ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი; 1994–2002წწ. შპს "პანაცეა", გენერალური დირექტორი; 2002-2005წწ. თბილისის საკრებულო, წევრი; 2004-2008წწ. ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 10 გამოგონებისა და 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; 2013 წელს დატოვა ლეიბორისტული პარტია და იმავე წლის  მაისში პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალურ მდივნად დაინიშნა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აეროზოლური ტექნოლოგიები", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 356

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია, წევრი (2001-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: