შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან შაქარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968 წელს იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ნევროპათოლოგი; 1968–1973წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1973–1983წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989–2002წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე 2002 წლიდან; 1999–2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; არის ნეირომედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე. არის 460–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - " სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ეპილეფსიის კლინიკო–დიაგნოსტიკური და პათოფიზიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ზეჟანგ ლიპიდურ დაზიანებათა კლინიკო–დიაგნოსტიკური და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |