The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან შაქარიშვილი

რომან შაქარიშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო  ინსტიტუტის  სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968 წელს იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მედიცინის სანიტარული ნაწილის ნევროპათოლოგი; 1968–1973წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი და 1973–1983წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989–2002წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე 2002 წლიდან; 1999–2004წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი და ნეირომედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი; არის ნეირომედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის გამგე. არის 460–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ეპილეფსიის კლინიკო–დიაგნოსტიკური და პათოფიზიოლოგიური ასპექტები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ზეჟანგ ლიპიდურ დაზიანებათა კლინიკო–დიაგნოსტიკური და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ნევროლოგიური მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • აშშ ინსულტის კვლევის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2001-)
  • ბიო–სამედიცინო ტექნოლოგიების საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია (პარიზი), წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საკავშირო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის საპრობლემო კომისია – "ეპილეფსია", თავმჯდომარე (1989-1992)
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წერ-კორესპონდენტი (2009-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკდემიკოსი
  • საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2008 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - საერთაშორისო ორდენი(დიდი ბრიტანეთი)
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1995 - პეტრე სარაჯიშვილის სახელობის მედალი და პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: