The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით შენგელია

დავით შენგელია
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1996წწ. იყო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, 1996 წლიდან განყოფილების გამგე; 1978–1998წწ. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის გამგე და პროფესორი 1998 წლიდან; 1996 წლიდან არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; 1998 წლიდან ამავე აკადემიის გეოლოგიისა და სამთო საქმის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 8 მონოგრაფიის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიალის მასივის პეტროლოგია", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩრდილო კავკასიის პალეოზოური გრანიტების პეტროლოგია", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დედამიწის ქერქის სიღრმულის ზონების გეოლოგიის შემსწავლელი საერეთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პეტროლოგიური კომიტეტისა და ამავე კომიტეტის მეტამორფიზმისა და მეტამორფული მადანწარმოშობის კომისია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკდემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2001-)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სექცია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    გეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2008 - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია
  • 1992 - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: