The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე მელიქიშვილი

ირინე მელიქიშვილი
Date of birth:29 May, 1943
Date of death:2 December, 2012  (at 69 years)
Category:Linguist, Scientist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1965 წელს.

1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1968-1986წწ. - უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2005წწ. - სულხან საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართულ ენათა კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ- თანამშრომელი; 1986-2006წწ. - გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის პროფესორი; 2005-2006წწ. - კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის სრული პროფესორი. 65 სტატიისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მარკირების მიმართება ფონოლოგიაში", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "საერთო ქართველური ძირი სტრუქტურული და ტიპოლოგიური თვალსაზრისით", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.480; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geopentext.org.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)
  • ტიპოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: