Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა მეძმარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1969 წელს. 1961-1963 წწ. მუშაობდა "საქსოფელექტრომშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ (ბათუმი), 1969-1972 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი; 1975-1979 წწ. ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1979-1986 წწ. ჯერ სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს, ხოლო შემდეგ, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1982-1989 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დავალების საუწყებათშორისო ჯგუფში მიწისზედა და კოსმოსური სტრატეგიული კომპლექსების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სპეციალისტად, 1985-1995 წწ. შეთავსებით იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; 1986 წლიდან ჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს, შემდეგ კი, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების და ცოტა მოგვიანებით - საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1995 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების, შემდგომში, სამხედრო-საინჟინრო შეიარაღებებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგედ, შემდგომ, ჯერ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანლად, შემდეგ კი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა; 1999 წლიდან იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში; 1975-1995 წწ. შექმნა ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია; 1985 წელს დაარსებული აქვს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და მისი უნიკალური სასტენდო კომპლექსი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000 წელს მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში; 2002-2006 წწ. იგი ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის შესაბამისი ახალი თაობის თანამგზავრების კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნის თეორიული საფუძვლების ავტორია; პროფესორი. არის 270–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის სიგელი (2005), სამამულო კოსმონავტიკაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიკოს მ. კელდიშის მედალი, სერგეი კოროლიოვის სახელობის მედალი (1986, 1989, 1999), იური გაგარინის სახელობის მედალი (1987). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სამშენებლო კონსტრუქციების პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა – "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.87; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 256; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.398 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |