Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1963 წელს. 1963-1966წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი; 1966-1968წწ. - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება; 1969-1972წწ. - ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1975წწ. - სწავლული მდივანი; 1975-1986წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1987წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2006წწ. - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1968 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1999 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, 1987 წლიდან დოცენტი, 2002 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან მიწვეული პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (განსაკუთრებით, აფხაზურ-ჩერქეზულ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევა; ამ ენათა ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული წყობისა და ლექსიკის ანალიზი, სინქრონული და დიაქრონიული თვალსაზრისით. 140 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის, ჩვენებითი და კითხვითი ნაცვალსახელები აფხაზურ-ადიღურ ენებში", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიისათვის", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ. 499; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |