Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო ისტორიის სპეციალობით 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1993 წელს; ჰართფორდის უნივერსიტეტი 1998 წელს. 1992–1993წწ. იყო საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტი; 1992–1993წწ. გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის მოადგილე, საერთაშორისო ამბების განყოფილების რედაქტორი; 1993–1997წწ. ჰართფორდის უნივერსიტეტის აშშ მარკეტინგისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტი; 1998–1999წწ. ამერიკული კომპანია "ორბიტელის" პროექტის მენეჯერი (აშშ), 1999–2000წწ. ამავე კომპანიის კავკასიის წარმომადგენელობის დირექტორი; 2000–2002წწ. კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი; 2002–2004წწ. თბილისის ვიცე პრემიერი; 2005 წლიდან არის წმინდა მერის უნივერსიტეტის დოქტორანტი (ჰალიფაქსი, კანადა); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. ავტორია წიგნებისა, სტატიებისა და მრავალი სალექციო კურსის. მინჭებული აქვს ისტირიისა და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი. სადოქტორო დისერტაციის თემა ისტორიაში - "ტაო–კლარჯეთის ძეგლების შესწავლის ისტორია", დაიცვა 2005 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა ეკონომიკაში - "საგადასახადო მექანიზმის სრულყოფის საკითხები საბაზრო მეურნეობაზე გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 2008 წელს. წყარო: კავკასიის უნივერსიტეტი: cu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 359; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |