შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო ჩიქავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1955–1969წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, 1974–1983წწ. პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1969–1974წწ. უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1983–1990წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის დიტექტორის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990–2006წწ. დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; 1997 წლიდან არის პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; 1999 წლიდან სახელმწიფო სამსახურის მართვის, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. არის 170–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, აქედან – 21 მონოგრაფიის, წიგნისა და ბროშურის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს კვების მრეწველობის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.371; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |