The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თამილა ცაგარეიშვილი

თამილა ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1940  (77 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1970–2006წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორის სწავლული მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე; 1988–1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის დოცენტი, 2000 წლიდან პროფესორი; 1986–2006წწ. გ. ჩიტაიას სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კაბინეტ–არქივის ხელმძღვანელი; 1995–2008წწ. დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი სამეცნიერო დარგში; 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის მენეჯერი, 2008 წლიდან ეთნოგრაფიული მიმართულების კურატორი; 1997 წლიდან არის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ფონდის დამფუძნებელი და მუზეუმ–სახლის ექსპოზიციის ავტორი, პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 8 მონოგრაფია. არის შემდგენელ–რედაქტორი აკადემიკოს გ. ჩიტაიას "შრომების" ხუთტომეულისა, რომელიც შესულია ქართული ეროვნული მეცნიერების ოქროს ფონდში(1997–2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესაქონლეობა საქართველოში(ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა)", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტყეთსარგებლობის ეთნოეკოლოგიური კულტურა საქართველოში", დაიცვა 2000 წელს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშს ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2003-)
  • კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2003-)
  • კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისია, წევრი (2009-)
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი (2008-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კომისია, წევრი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: