Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1937 წელს. 1940–1942წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, 1942–1949წწ. დოცენტი, 1949 წლიდან პროფესორი; 1941–1947წწ. ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დირექტორი, 1947–1989წწ. ლაბორატორიის გამგე; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი; 1963–1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი, 1988 წლიდან პრეზიდიუმის მრჩეველი. არის 600–ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ქიმიური ტექნოლოგიის ოთხენოვანი ლექსიკონის რედაქტორი. 1975 წლიდან მეცნიერების აკადემიის "მოამბის" ქიმიის სერიის დამაარსებელი და პირველი რედაქტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1990), ჯორჯ სოროსის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის საპატიო პროფესორის წოდება (1994). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალბადური ბმის თეორია", დაიცვა 1940 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფტორწყალბადისა და სხვა ჰალოგენწყალბადების მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედება და ფიზიკურ–ქიმიური თვისებები", დაიცვა 1947 წელს. წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ebooks.tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.273 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |