The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი წერეთელი

ირაკლი წერეთელი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1961  (59 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1987 წელს იყო არქეოლოგიური ექსპედიციის კონსულტანტი; 1987–1988წწ. მოსახლეობის ჰიგიენური და სანიტარული განათლების ცენტრის კორექტორი. გამოქვეყნებული აქვს თეოლოგიური წერილების კრებული და ლექსების კრებულები; არის მრავალი პოლიტიკური დოკუმენტის, განცხადების, მიმართვის,დეკლარაციისა და პროგრამის ავტორი; გამოცემული აქვს ვახუშტი კოტეტიშვილის ირანული პოეზიის თარგმანები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987-1988)
  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ეროვნული ფრონტი, წევრი (1988-)
  • საქართველოს ეროვნული ფორუმი, წევრი (1990-)
  • საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტი, დამფუძნებელი და კოორდინატორი (1997-)
  • საქართველოს ეროვნული დამოუკიდებელი პარტია, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1989-)
  • საქართველოს ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი, წევრი (1989-)
  • საქართველოს ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრი, დამფუძნებელი და წევრი (1990-)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთ–ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი (1988-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • წმინდა ილია მართლის საზოგადოება, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (1988-1989)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: