The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი წერეთელი

ირაკლი წერეთელი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1961  (60 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1983 წელს.

სამუშაო გამოცდილება: 1983-1987წწ. პოლიტპატიმარი; 1987-1988წწ. იყო არქეოლოგიური ექსპედიციის არქეოლოგი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს თეოლოგიური წერილების კრებული და ლექსების კრებულები; არის მრავალი პოლიტიკური დოკუმენტის, განცხადების, მიმართვის, დეკლარაციისა და პროგრამის ავტორი. გამოცემული აქვს ვახუშტი კოტეტიშვილის ირანული პოეზიის თარგმანები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.387; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987-1988)
  • ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ეროვნული ფრონტი, წევრი (1988-)
  • საქართველოს ეროვნული ფორუმი, წევრი (1990-)
  • საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტი, დამფუძნებელი და კოორდინატორი (1997-)
  • საქართველოს ეროვნული დამოუკიდებელი პარტია, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1989-)
  • საქართველოს ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი, წევრი (1989-)
  • საქართველოს ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის საკოორდინაციო ცენტრი, დამფუძნებელი და წევრი (1990-)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, ერთ–ერთი დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი (1988-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • წმინდა ილია მართლის საზოგადოება, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (1988-1989)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: