The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ნასყიდაშვილი

პეტრე ნასყიდაშვილი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2014  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვალე, ახალციხის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1952 წელს; საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა სელექცია - მწთესლეობის სპეციალობით 1955 წელს.

1952–2006წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი, სელექცია – მეთესლეობის კათედრის ლაბორანტი, დოცენტი, აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, გენეტიკისა და სელექცია – მეთესლეობის კათედრის გამგე და ამ კათედრის პროფესორი, პრორექტორი სასწავლო დარგში; 1995-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ ინსპექციის უფროსი; 2007-2010წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი; 2008 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი. 2005 წელს იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოებამ დააჯილდოვა მედლით და პრემიით; საქართველოს ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს სიგელით (2007); ხორბლის სელექციაში დიდი მიღწევებისთვის, ხორბლის და სიმინდის გაუმჯობესების ცენტრის (CIMMYT) მიერ დაჯილდოებულია დიპლომით და სამკერდე ნიშნით (2008); არჩეულ იქნა გორის სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (2008); მიენიჭა ლეონარდე დეკაპრელევიჩის აკადემიური სახელობითი პრემია (2011); ნიკილოზ ვავილოვის სახელობის მედალი (2012). გამოქვეყნებული აქვს 675-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ (501), რუსულ (140) და ინგლისურ (34) ენებზე, მათ შორის 15 მონოგრაფია, 16 სახელმძღვანელო, 23 მეთოდური მითითება და მეთოდური დამუშავება, 10-ზე მეტი ღონისძიება - რეკომენდაცია და 19 ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1977).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1990-1996)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-2014)
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1987 - ახალციხის საპატიო მოქალაქე
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: