The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გეწაძე

ამირან გეწაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

მწერალი და საზოგადო მოღვაწე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; ჩართული იყო მშენებლობის სამინისტროს სისტემის სრული საქარხნო მზადყოფნის შემუშავებასა და დანერგვაში, როგორც ხარისხობრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; გამოცემული აქვს ოცდაჩვიდმეტი მხატვრული ჟანრის კრებული, მათ შორის თერთმეტი უცხოურ ენაზე. ა. გეწაძის ლექსებზე ისრაელში მცხოვრები კომპოზიტორისა და მომღერლის დავით გასიტაშვილის მიერ შექმნილი სიმღერები წარმატებით ისმინება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მისი შემოქმედება ძირითადად ეძღვნება ბავშვებს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელი, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის (1987); არის ქრისტიანული პოეზიის საფესტივალო ლექსების შერჩევის კონკურსის გამარჯვებული ავტორი (2019); კრეატიული დიზაინის წიგნების ავტორთა კონკურსის პრემია - "ივერია 2022"-ს მფლობელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია "გულანი", ნამდვილი წევრი (2022-)
  • პოლიტიკური ორგანიზაცია "ხალხთა მშვიდობის პარტია", თავმჯდომარე (1992-)
  • საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, წევრი (2014-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემია
  • 2020 - მურმან ლებანიძის სახელობის პრემია
  • 2019 - მარიკა ბარათაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: