შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესალომ ვეკუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ინჟინერ-გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მხაზველი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1957-1979წწ. დირექტორის მოადგილე, 1979 წლიდან ხერხემლიანთა განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 229 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ამერიკის, ინგლისის, ესპანეთის, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მეცნიერულ გამოცემებში, მათ შორის მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალქალაქის პლეისტოცენურ ძუძუმწოვართა ფაუნა", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Квабебская фауна акчагильских позваночных", დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს ეროვნული მუზეუმი: museum.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |